პოლიტიკა
საზოგადოება იზრდება და პოლიტიკოსებსაც ადეკვატური ქმედებები მოეთხოვებათ - ზურაბ ქარადგიძე
თბილისის საკრებულოს წევრის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, დავით ნარმანიას ძმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის დედაქალაქის ცენტრში უკონტროლო მშენებლობებს ლობირებს, იყო აფიორა, რითაც საზოგადოებაში ტემპერატურის აწევა უნდოდათ.
როგორც ქადაგიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რაც უფრო მცირდება არჩევნებამდე დრო, მით უფრო ეხსნებათ ადამიანებს მადა, მეტი პოლიტიკური ქულა დაიწერონ.
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვხედავთ, რომ ადამიანები აღარ ერიდებიან ისეთ ღია ტყუილებსაც, როგორიც იყო თუნდაც დავით ნარმანიას ძმის თემა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, რუსთავი 2-მა ბოდიშები იხადა.
ეს იყო აფიორა, რომლითაც უნდოდათ, რომ საზოგადოებაში ტემპერატურა აეწიათ და ადამიანებს ჰქონოდათ განცდა, რომ თურმე დავით ნარმანია და მთელი მისი ოჯახი ჩართულები არიან სამშენებლო ბიზნესში.
ვითომდა კვლევები, სოციოლოგები, თითქმის ყველა დეტალი ერთ მთლიან ჯაჭვში მოქმედებს და ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებს.
სამწუხაროდ, მქონდა იმედი, რომ რიგი პოლიტიკოსები გაიზრდებოდნენ და გადავიდოდნენ უფრო კონსტუქციულ ურთიერთობაში, თუნდაც ხელისუფლებასთან, მეგობარ პარტიებთან და რაც მთავარია, საზოგადოებასთან. ევროპული გამოცდილება არის ზუსტად ეს დიპლომატია და კონსტრუქციულობა, საზოგადოება იზრდება და პოლიტიკოსებსაც ადეკვატური ქმედებები მოეთხოვებათ", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


