პოლიტიკა
საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ - ნინო წილოსანი
საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის პირობებში „მიგრაციის წახალისებასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.
„ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც, თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ - ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ", - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის მინუსი მიგრაციის წახალისებაა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა.
„ერთი მინუსი, რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება - ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, სამუშაო ძალა გაიზრდებოდა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


