პოლიტიკა
სავალალო ის არის, რომ ყოველ ახალ მინისტრს აქვს ახალი ხედვა და ჩვენი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები მუდმივ რეჟიმში არიან ექსპერიმენტის მონაწილეებად - ნატო ჩხეიძე
ხედვა, შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ , სავალალო ის არის, რომ ყოველ ახალ მინისტრს აქვს ახალი ხედვა და ჩვენი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები მუდმივ რეჟიმში არიან ექსპერიმენტის მონაწილეებად, რადგან მინისტრები ხშირად იცვლებიან, - ამის შესახებ პარლამენტის წევრამა ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნატო ჩხეიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა:
„თქვენ ბრძანეთ, რომ გაქვთ თქვენი ხედვა და ის ექსპერიმენტის სახით ინერგება სკოლებში.
ხედვა, შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ, სავალალო ის არის, რომ ყოველ ახალ მინისტრს აქვს ახალი ხედვა და ჩვენი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები მუდმივ რეჟიმში არიან ექსპერიმენტის მონაწილეებად, რადგან მინისტრები ხშირად იცვლებიან.
გამოცდების გაუქმების უეცარი ცვლილების გამო შეშფოთებულმა მშობლებმა ისიც კი მომწერეს, გვიშველეთ რამე, ბავშვებმა წიგნები დახიეს და დწვესო მომეტებული სიხარულისაგანო.
ასეთი მკვეთრი ცვლილებების გამოცხადებამდე მომავალში იქნებ უკეთესი იყოს ასე ვთქვათ შეგუებითი პერიოდის არსებობა, თუნდაც საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანით ასეთი მგრძნობიარე საკითხებისა.
თქვენს მოხსენებაში ბრძანეთ, რომ ტექნიკურ მიმართულებაში არ არის საჭირო ჰუმანიტარული გამოცდების ჩაბარება, ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურ მიმართულებებზე არ უნდა ჩააბარონ ქართული? რაც ნამდვილად არ იქნება კარგი და სწორი.
და მეორე: ჰუმანიტარულ მიმართულებებზე ისტორიის ჩაბარებისას აპირებთ თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოების გადახალისებას, რადგან აშკარად შეინიშნება ისტორიის გაყალბების და ფალსიფიცირების გარკვეული ეპიზოდები შესაბამისი დროების მმართველი პოლიტიკური ძალის შეხედულებების შესაბამისად.
და მესამე, როცა ბრძანებთ პედაგოგთა ხელფასების გაზრდაზე, ეს ეხება მხოლოდ სკოლის პედაგოგებს თუ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს და მეცნიერებსაც ? „ _ განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


