უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2025 15:53
font-size

საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას - გოჩა მირცხულავა

ახლა საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ - ლიდერმა (ჩვენთან ხომ პარტია ლიდერია და დანარჩენები უბრალოდ პარაზიტირებენ - უმეტესობა), განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

„მერე? მერე შეიქმნას დიდი არაფორმალური გაერთიანება ყველას მონაწილეობით. მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების, რომელებსაც აქტივისტებს ვეძახით. ვიცი - ძნელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება - თუ „ვიგრუზინებთ“... თუ ვიევროპულებთ ძალიან ადვილი. შიდა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით სულ ოთხი სექციაა შესაქმნელი: 1. მმართველი; 2. საგარეო ურთიერთობების; 3. წინაღმდეგობის; 4. კომუნიკაციის;

და ყველა ნახავს საკუთარ როლს და ფუნქციას ამ ფორმატში.

რას მოგვცემს ეს ყველაფერი? პარტნიორებს ის მაინც ეცოდინებათ ვის ესაუბრონ და რა ერთინი პოზიცია აქვს იმას, ვისაც ესაუბრებიან.

ახლა აქვე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და თემა - როგორ ვექცევით რუსეთთან? (სწორედ ეს საკითხია ყვლაზე მნიშვნელოვანი დასალეთისთვის, რომელსაც არ სურს ომის ახალი ცხელი კერა. „ოცნებას“ რომ ომს აიძულებდნენ ეს სუსულე გავატაროთ).

ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი. ამიტომ პოზიცია უნდა იყოს ნათელი და მკვეთრი: 1. რუსეთი გეოგრაფიულად არის მეზობელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები; 2. საქართველო მოითხოვს რუსეთისგან იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რომელზეც მას ხელი აქვს მოწერილი (2008 წლის შეთანხმება); 3. საქართველო არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპატარისტულ რეჟიმებს და მათ დამოუკიდებლობას; 4. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უკუპირებულ ტერიტორებთან მიმართებაში, ადამინისტრაციულ საზღვრებზე თავად მოახდენს „ბორდერიზაციას“ და შეწყვეტს ყოველგვარ ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას ოკუპირებული რეჟიმებისა და იქ მცხოვრების მოსახლეობისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი; 5. რუსეთის მხრიდან 2008 წლის ხელშეკრულების შეუსრულებამდე - შეწყვეტილი იქნება დიპლომატიური ურთიერთობა; კონტაქტები იარსებებს ჰუმანიტარული, ბუნბებრივი კატაკლიზმების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული ვითარების დროს; 6. საქართველო არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ძალის გამოყენბით; 7. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ექნებათ საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ისარგებლებენ იგივე უფლებებით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები; და ა.შ.

დიპლომატები უფრო „გასაგებ“ ენაზე იტყვიან ყოველივეს, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის მკვეთრად და მკაფიოდ უნდა იქნეს განმარტებული თითოეული საკითხი.

რაც შეეხება სახელმწიფოს განვთარებას - პარტნიორებმა უნდა იცოდნენ: რეფორმები გატარდება სასამართლო ხელისუფლებაში; სრულად მოხდება შსს-ს, სუს-ის და ჯარის დეპოლიტიზირება; გატარდება რეფორმა პროკურატურაში;

ასევე სრულად იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი - დაწყებული სიცოცხლის უფლებით და გამოხატვის უფლებით დასრულებული; დაცული იქნება საკუთრების უფლება; უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება; ეკონომიკური რეფორმების მთავარი მიმართულება იქნება გადასახადების შემცირება, ბიზნესის ხელშეწყობა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა.

გატარდება განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები.

მოხდება კანონდებლობის ჰარმონიზირება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

გარანტიებულად გაგრძელდება მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსასულებლად.

აი, ეს არის ის, რისი მოსმენაც სურს ერთიან პოზიციად დასავლეთს. ერთი წლის განმავლობაში თავდადებული წინააღმდეგობის მიუხედავად, არასტრუქტურიზებულ ქუჩას არ შეუძლია ეს ყველაფერი „განაცხადოს“, მინიმუმ კითხვაა: ვინ აცხადებს და ვინ აღასრულებს, თუნდაც ამ გაცხადებულს?

მეასედ ვამბობ, სხვადასხვა ფორმით, კონკრეტულ დროსთან შესაფერისად - არ დაიწყებთ პროცესის ფორმალიზებას? მაშინ, 2028 წელსაც წააგებთ არჩევნებს! მაგრამ უკვე პარტიები კი არა - ქართველი ხალხი დამარცხდება,“ - დაწერა გოჩა მირცხულავამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი