პოლიტიკა
საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება არასდროს ყოფილა ვალდებულება - ცესკო-ს სპიკერი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, კანონში ჩანაწერის შესრულება, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრებას გულისხმობს, არასდროს ყოფილა ვალდებულება.
ამასთან, როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრება რიგ შემთხვევაში აღიქმებოდა, როგორც ვალდებულება და გამოიყენებოდა სპეკულირების მიზნით. აქედან გამომდინარე, ანა მიქელაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი გაუქმებულია.
„ჩანაწერი გაუქმდა არა ამ არჩევნების დროს, არამედ ის ამოღებული იყო ასევე წინა შუალედური არჩევნების დროსაც. ხოლო რაც შეეხება გასაუბრებას, კომისიის ნებისმიერ წევრს უშუალოდ კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში აქვს უფლებამოსილება დაიბაროს და ნებისმიერ კონკურსანტს პირისპირ შეხვდეს და გაესაუბროს”,-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას კი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, გაყალბების მცდელობის გამოვლინებაა საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებთან გასაუბრების უფლების აკრძალვა.
ვაშაძემ ცესკოს თავმჯდომარეს მოუწოდა, შეცვალოს გადაწყვეტილება და მისცეს მათ უფლება გაესაუბრონ დამოუკიდებელ წევრებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


