პოლიტიკა
საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან წევრების არგამოწვევა კავშირში არ არის `ნაცმოძრაობასთან` _ თამარ კეკენაძე
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, კომისიის წევრთა გამოწვევა პარტიის გადაწყვეტილებაა და მას არც ერთ პარტიასთან აქვს კავშირი.
კეკენაძის თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, კომისიის 385 წევრია გამოწვეული, დანარჩენი კი, მოვალეობის შესრულებას კვლავ შეძლებს.
"385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან. იმ ოლქებიდან, სადაც მეორე ტური ტარდება, ნაწილობრივ გამოვიწვიეთ კომისიის წევრები, ეს უბნებია: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რამდენიმე უბანია აჭარის, იმერეთის და კახეთის. ეს არის ის უბნები, სადაც გარკვეული კითხვის ნიშნები გვაქვს. სადაც არ გვაქვს კითხვის ნიშნები და არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე დარღვევა მოხდა ჩვენი კომისიის წევრების მიერ, იქ ვტოვებთ მათ",-განაცხადა კეკენაძემ.
ამასთან, თამარ კეკენაძის თქმით, კომისიის წევრების არგამოწვევა არანაირ კავშირში არ არის "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ოცნებასთან" ან რომელიმე სხვა პარტიასთან.
"ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. სადაც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი კომისიის წევრები, რომლებმაც 8 ოქტომბრის არჩევნები, ჩააატარეს პატიოსნად, კვალიფიციურად, რჩებიან ადგილზე. სადაც გვაქვს კითხვის ნიშნები, მოხდა ამ ადამიანების გამოწვევა",- განაცხადა კეკენაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


