პოლიტიკა
საუბარი საერთოდ არ არის და არც ყოფილა დიპლომატიურ ურთიერთობებზე, საუბარი შეიძლება იმ პრინციპებზე, რასაც ერთიან საქართველოში თანაცხოვრება ჰქვია ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად - გურამ მაჭარაშვილი
რუსეთის განცხადება, სულ მცირე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკით მივდივართ, ვინც რუსეთუმეობას აბრალებს საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, ეს განცხადება ყველაფერს აქარწყლებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ინტერესებში რაც იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმატში იქნება საუბარი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში ვსაუბრობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძლიერი პოზიციებით მშვიდობიან ფორმატში შევძლებთ, რომ საქართველოში იყოს თანაცხოვრება ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად. ჩვენ რა თქმა უნდა დეოკუპაციას ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ეს ნაბიჯები გადაიდგმება მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და იმ პრინციპების დაცვით, რასაც ჰქვია ერთიან საქართველოში თანაცხოვრება აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს პრინციპი იყო და იქნება განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა, რომლებიც რუსეთთან მიმართებით დღეში სამჯერ იცვლიდნენ პოზიციას. საუბარი საერთოდ არ არის და არც ყოფილა დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საუბარი შეიძლება იმ პრინციპებზე, რასაც ერთიან საქართველოში თანაცხოვრება ჰქვია ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. ამ საკითხთან და ამ ფორმატში შეიძლება, იყოს გარკვეული დიალოგი. ყოველთვის იქნება ნაბიჯები გადადგმული, რომ ის იდეა იქნეს მიღწეული, რასაც ერთიან საქართველოს თანაცხოვრება ჰქვია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობა არ არსებობს, - აცხადებს სერგეი ლავროვი და ამტკიცებს, რომ თბილისი კვლავ იმ „არარეალურ მოთხოვნაზე“ დგას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე უარის თქმით უნდა დაიწყოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


