პოლიტიკა
საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს - გიორგი კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა რუსეთის 2008 წლის აგრესია იყო.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ ყურადღება გაამახვილეს არა მარტო რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე, არამედ მისი პროპაგანდის საფრთხეებზე.
„საუბარი იყო, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია იყო არა რაღაც ანომალია, არამედ რაღაც დიდი პრობლემის ნაწილი, რომელიც მდგომარეობს რუსეთის მიდგომაში მეზობლების მიმართ და მის სურვილში, უკან დაატრიალოს ცივი ომის შედეგები. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ცივილიზებული სამყარო რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს, იქნება ეს საქართველოში, უკრაინაში თუ ბალტიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში, როგორ უნდა დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ საქართველოს, რომ არ მოხდეს საქართველოს შიგნით პრორუსული ძალების გაძლიერება და არ მოხდეს ჩვენი საზოგადოებრივი აზრის, კონსენსუსის შესუსტება და შერყევა, რასაც ასე დაჟინებით ცდილობენ პრორუსული ძალები“, - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


