პოლიტიკა
საუბარი არაა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანებების განულების ინიციატივა ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია.
მისი თქმით, 600 000 მოქალაქე ჩაერთვება ეკონომიკურ აქტივობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„გუშინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლაც ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, რომლითაც 600 000 ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის 150 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და არის ათასობით შშმ-პირი, გაუნულდებათ დავალიანება, რაც აქვთ 2000 ლარის ფარგლებში აღებული და ამ ვალდებულებას დაფარავს „ქართუ“. უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით და ამ გადაწყვეტილებით ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში, ეკონომიკაში, ჩაერთვებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე თითოეული ამ მოქალაქის სოციალური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე დასმულ შეკითხვაზე ბესელიამ უპასუხა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, არამედ ვალდებულებას თავის თავზე იღებს ფონდი „ქართუ“.
„რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, საარჩევნო კოდექსი კრძალავს ისეთი ტიპის მოქმედებებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება კანდიდატის წარმომადგენლის მეშვეობით ან ადმინისტრაციული, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. აქ საუბარია არა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ კერძო საქველმოქმედი ორგანიზაცია „ქართუ“ ფონდი და ბიძინა ივანიშვილი, მას ნამდვილად ეკუთვნის მადლიერება ამ გადაწყვეტილების გამო, იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს არის მართლაც უდიდესი სიკეთე. ამიტომ, ეს უნდა გავმიჯნოთ იმ ტიპის სამართლებრივი ქმედებებისგან, როგორიც მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაუჩერების სახით განახორციელა, სადაც არის პირდაპირ ნიშნები ამომრჩევლის მოსყიდვის“, – განაცხადა ბესელიამ.
შეკითხვაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და იკვეთება თუ არა მოსყიდვის ნიშნები, დეპუტატმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ სახსრები, რომლითაც ინიციატივა განხორციელდება, არ არის არც სახელმწიფო და არც ადმინისტრაციული რესურსი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


