საზოგადოება
„სატყეო სკოლა 2025“ დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გორგაძე „სატყეო სკოლა 2025“ წლის მონაწილეებს შეხვდნენ და მათ სერტიფიკატები გადასცეს.
გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „სატყეო სკოლა” მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ტყეების მნიშვნელობა ეროვნული და გლობალური მასშტაბით; ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში; კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეებზე; ბუნებრივი საფრთხეები და ტყის ხანძრები; ტყის აღდგენა-გაშენება და თესლების წარმოება;დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი; ტყის ინვენტარიზაცია, ტაქსაცია, დაავადებები და მავნებლები;
მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების შესაძლებლობები.
სატყეო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე ახალგაზრდა შეირჩა.
ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა დაბა ბაკურიანში გაიარეს, სადაც 1 კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება.
კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


