სამართალი
სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ დეკანოზი მამალაძე სამებაში ხანძრის შემდგომი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას ცდილობდა - პროკურორი
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდგომი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებას ცდილობდა.
"განმარტეს, რომ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდგომ, რესტავრაციის მიზნით გამოყოფილი თანხების - 2 მილიონი ლარის მითვისებას ცდილობდა გიორგი მამალაძე, მის თანამზრახველებთან ერთად, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გიორგი მამალაძის პიროვნულ მახასიათებლებს და მის ანგარებით ხასიათს", - განაცხადა გუბელაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე გუშინ დაკითხულ სასულიერო პირებს შორის არიან პატრიარქის ქორეპისკოპოსები: იაკობი და თეოდორე, მეუფე ანდრია (გვაზავა), არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


