პოლიტიკა
სასწრაფოდ გამოძიებაა ჩასატარებელი, კონკრეტულად ყოფილ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან მიმართებით - ზურაბ ჯაფარიძე
პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე სასწრაფოდაა გამოძიება ჩასატარებელი, რადგან შესაძლოა, საქმე ჩვეულებრივ საგადასახადო დავაზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.
„ეს არაა რაღაც მარტივი საგადასახადო დავა სახელმწიფოსა და ბიზნესკომპანიას შორის, არამედ გაცილებით უფრო ღრმად მიმავალი პრობლემები შეიძლება იყოს. მათ შორის, საქმე შეიძლება ეხებოდეს მედიასაშუალების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკას, რომელიც ხელისუფლებისთვის შეიძლება, მიუღებელი იყოს. მინიმუმ ამას ადასტურებს ეს ჩანაწერები.
ჩემი აზრით, რაც არის გასაკეთებელი - სასწრაფოდაა გამოძიება ჩასატარებელი, კონკრეტულად ყოფილ მინისტრთან, სპორტის მინისტრთან მიმართებით და იმ ადამიანის მიმართებით, რომელსაც ის ასახელებს. გასარკვევია, საერთოდ რა ხდება იქ და რაზეა საუბარი“, -თქვა ჯაფარიძემ.
გუშინ რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა, რომლებშიც ასახულია შეხვედრა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


