საზოგადოება
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია - მარინა დარახველიძე
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ.
მისი თქმით, თბილისში ეს მაჩვენებელი დღეში 550-მდეა.
„მუდმივად ვაკვირდებით ვითარებას სტაციონარებში. ასევე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რეგიონებში 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ახლა დღეში დაახლოებით 600-მდეა შემცირებული, თბილისში იგივე მაჩვენებელი 550-მდეა. გაზრდილია ამბულატორიებში მიმართვიანობა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სწორი მიმართულებით მიდის და დაავადების პირველივე სიმპტომებზე მიმართავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, შეკვეთილია 3 000 დოზა ვაქცინა და ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


