სამართალი
„სასწაული“ - ისრაელში ეტლით ჩასულმა საქართველოს მოქალაქემ აეროპორტში დაკავების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული დაიწყო
„სასწაული“ მოხდა ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში“, - ასე აღწერს მედიასაშუალება The Times of Israel რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს, როცა თანმხლები პირით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, დაკავების შემდეგ ეტლიდან ადგა და დამოუკიდებლად გაიარა.
როგორც აღმოჩნდა, 38 წლის მამაკაცი ასე ცდილობდა ისრაელში შეღწევას. მას თან ახლდა 40 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამაკაცის დეიდა იყო. წყვილმა მესაზღვრეებს განუცხადა, რომ მამაკაცი ისრაელში გადაუდებელი მკურნალობის ჩასატარებლად ჩამოვიდა, რადგან ინსულტის შედეგად პარალიზებული აღმოჩნდა.
სამართალდამცავთა ეჭვი გამოიწვია იმან, რომ წყვილს არ ჰქონდა დაჯავშნილი სასტუმრო, ასევე თან ჰქონდა დიდი ოდენობის ნაღდი ფული.
მათი დაკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ იციან.
„დეიდამ“, რომლის ქმარი, არსებული ინფორმაციით, ისრაელში იმყოფება, ვერ მოჰყვა თავისი „ნათესავის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა თავისი ტელეფონიდან ყველა ინფორმაცია წაშალა, მათ შორის საკონტაქტო ნომრები და ძველი მესიჯები.
სამართალდამცველტა ინფორმაციით, ორი უცნობი ერთმანეთი საქართველოში გაიცნო და ისინი ამ გზით ისრაელში უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ.
მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა წყვილი დააპატიმრა და საქართველოში დაბრუნებამდე აეროპორტში მდებარე სადეპორტაციო ციხეში ჩასვა, მამაკაცი ადგა ეტლიდან და დამოუკიდებლად ჩავიდა კიბეებზე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


