პოლიტიკა
საშინაო ვალის პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა მიმდინარეობს - მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საშინაო ვალის პრობლემის გადაჭრას გარკვეული სტრატეგია სჭირდება და ამჟამად მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ შემუშავდეს ხედვა და ეს საკითხი მოგვარდეს.
„შიდა ვალი გახლავთ ძალიან დიდი გამოწვევა და ბუნებრივია და არასერიოზული იქნება დღეს თქვენ ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს რესურსი, რომ ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკვალდეთ. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, რომ ეს სტრატეგია შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


