სამართალი
სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას პერიოდში არ მიმუშავია - დავით უთმელიძე
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერიდიოში, სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს ავნონ. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ რაღაც არიონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან ის სასჯელაღსრულების სამინისტროში აღარ მუშაობს.
„ამ დღის შემდეგ, ფიზიკურად სასჯელაღსრულების სისტემაში არ მიმუშავია, მითუმეტეს, ბაჩო ახალაიას პერიოდში. მინდა ვთხოვო ჩემს ოპონენტებსა და ჟურნალისტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ. იმ რეჟიმთან არ მიმუშავია და იმ უმსგავსობასთან დავით უთმელიძეს კავშირი არ ჰქონია“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
დავით უთმელიძემ ბრიფინგი თანაგუნდელებთან - ჯაბა ჯიშკარიანთან და ირაკლი ზარქუასთან ერთად გამართა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


