უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 დეკემბერი, 2017 17:47
font-size

სასჯელაღსრულების სამინისტროში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებებს უპასუხეს

სასჯელაღსრულების სამინისტრო დღევანდელ პრცესზე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლოში ნათქვამ სიტყვას გამოეხმაურა.

უწყებაში განმარტავენ, რომ იქ, სადაც მამალაძეა მოთავსებული დახურული ტიპის დაწესებულებას განეკუთვნება, შესაბამისად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ საკუთარ საკნებში და დადგენილი წესის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ სასულიერო პირებს.

“მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებლობა აქვს შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და შესაბამისი ლიტერატურით.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის რელიგიურ შესამოსელზე საუბრობს, უწყება განმარტავს, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დეტალურად და ამომწურავად არის დადგენილი ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთების, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემის და გამოყენების შესაძლებლობას”- აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

ცნობისათვის: დღევანდელ პროცესზე დეკანოზმა მამალაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მის რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს.

“დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და, ასევე, უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში აღსრულებულ მსახურებაზე დავესწრო. სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა”- აღნიშნა დეკანოზმა პროცესზე.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი