პოლიტიკა
სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება არ გვაქვს - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასაზღვრო პოლიცია სასწრაფო რეფორმას საჭიროებს. ამის შესახებ მან დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
„სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო კოლეგები და პარტნიორები გვიდგანან გვერდით. მათთან ერთად უკვე დავიწყეთ კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით. მათ შორის, როგორიც არის ანალიზზე დაცული საზღვრის დაცვა და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს პერსონალის კვალიფიკაციაში. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო კოლეგებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გადამზადება საუკეთესო კადრების, რომელიც დღეს სისტემაში არსებობს. უნდა გამოვყოთ ის პოზიტიური კომპონენტი თანამშრომლობის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიც სასაზღვრო დაცვა. აქ გვაქვს კარგი შედეგები და ამ მიმართულებას გავაგრძელებთ“, -თქვა გახარიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


