უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 თებერვალი, 2026 18:31
font-size

სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად, ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, ეს ეხება ყულევსაც - ირაკლი კობახიძე

სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ეხება ყულევსაც.

„რეალურად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია გავუზიარეთ ევროპულ სტრუქტურებს, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური. ეს ეხება ყულევსაც. ამასთან დაკავშირებით, ევროპულ სტრუქტურებს ჩვენ გადავუგზავნეთ სრული ინფორმაცია.

ასეთ ფონზე, როდესაც გამოდის ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, გასაგებია, რაც არის და ვინც არის, მაგრამ ფორმალურად მაინც ასეთი სტატუსის მატარებელია - ყოფილი პრეზიდენტი და როდესაც ითხოვს ისეთ რამეს, რაც ბუნებრივია, საზიანოა ქვეყნისთვის, ეს მეტყველებს ამ ადამიანის სულისკვეთებაზე. ასეთი სულისკვეთებით უმძიმესი ზიანი მიაყენა მან ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ხელისუფლებაში, შემდეგ წლების განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციაში და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს. ეს არის და ეს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი