უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2017 17:30
font-size

სასამართლოში “ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებული ერთი პირის საქმის განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის ფაქტებზე „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

,,ი.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მდგომარეობდა შემდეგში: 2010 წლის 7 სექტემბერს ერთის მხრივ მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ხოლო მეორეს მხრივ შპს „დექსუსს“ შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „დექსუსს“ მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში არსებული აქტივები.

2013 წლის 4 მარტს მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შპს „დექსუსისგან“ მოითხოვეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული აქტივების დაბრუნება. იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო სრული აქტივების დაბრუნება, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გააფორმა თვალთმაქცური გარიგებები, რომლითაც დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი უსასყიდლოდ გადაეცა შპს „დექსუსს“. შემდგომში, აღნიშნული ქონება, ვალდებულებებისგან თავიდან არიდების მიზნით, შეტანილ იქნა შპს „დექსუსის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის - „ალიანს კაპიტალის“ საწესდებო კაპიტალში.

საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ი.ც.-მ გამოთქვა მზაობა აენაზღაურებინა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც მდგომარეობდა მის მიერ 2013 წლის მარტის თვეში ქონების გადამალვის გზით დაუფლებული შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ საკუთრებაში შემავალი დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 23 დასახელების ქონების დაბრუნებაში, რაც საშუალებას მისცემდა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული ქონებები წარემართათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.წ. შპს „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას მათთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად ი.ც.-ს მიეცა თანხმობა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული პირობის შესრულების შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

იმის გათვალისწინებით, რომ ი.ც.-მ სრულად დაუბრუნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფს“ ზემოხსენებული 23 დასახელების ქონება, საქართველოს პროკურატურასა და ბრალდებულ ი.ც.-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, რომლის მიხედვითაც ი.ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი), ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (,,ცენტრ-პოინტი ინვესტის“ ეპიზოდი; ,,თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების“ და ,,ფროფერთი ინვესტის“ ეპიზოდი), და 205-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით (ქონების გადამალვის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს შემადგენლობაში შემავალი კომპანიების საქმიანობის შესწავლას, რა დროსაც გამოიკვეთა ყოფილი დირექტორების მხრიდან მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზიანი მთლიანობაში 441 000 ლარის ოდენობით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად. ზემოხსენებულ პირებთან გაფორმდა განრიდება და გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ’’, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი