სამართალი
სასამართლოში „ომეგა 2“-ის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე იკითხება.
გამოძიებისთვის მისაცემი ჩვენების შინაარსზე მოწმე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ყველა კითხვას უპასუხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები გამოძიებას აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს და საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებმა თავად მოითხოვეს.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


