პოლიტიკა
სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო - აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ურჩევს მთავრობას, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს პარლამენტის ძალისხმევას, უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებასა და არაფორმალურ მმართველობას. იმისათვის რომ ამაღლდეს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.
ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშავოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


