უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2025 11:44
font-size

სასამართლოს ნიკა მელიას ეტაპირება ოფიციალურად მოვთხოვეთ, პროცესზე მას საშუალება მიეცემა თავად მოყვეს კრიმინალური აქტის თაობაზე - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლოს ოფიციალური წერილით მიმართეს. უფლებადამცველები ითხოვენ, რომ დღევანდელ პროცესზე ოპოზიციონერი ლიდერის ეტაპირება მოხდეს, სადაც ნიკა მელია თავად მოყვება მისი გატაცების სპეცოპერაციის შესახებ.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

„გუშინ, ღამის საათებში ნიკა მელია კრიმინალური წესით გაიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ის ამჟამად მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ბრალდების საქმეზე დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულია წინასასამართლოს სხდომა. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოს წერილობით ოფიციალურად მივმართეთ და მოვთხოვეთ, რომ ვინაიდან ნიკა მელია უკანონოდ არის დატყვევებული, პოლიციის თანამშრომლების მიერ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა დეტალებში მოყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან. აქედან, გამომდინარე, ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს მის სასამართლო პროცესს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე შვანგირაძე კანონს არ დაარღვევს და უზრუნველყოფს ბრალდებულის მოყვანას სასამართლოში, სადაც გავიგებთ უფრო მეტ დეტალს იმ დანაშაულების შესახებ, რასაც გუშინ ღამით მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი