უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მარტი, 2017 14:05
font-size

სასამართლოს მიერ ფულის ლეგალიზაციის მუხლის გაუთვალისწინებლობას გავასაჩივრებთ - დავით გუმბერიძე

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ბრალდების მხარე, 194 -ე მუხლის ნაწილს, რომელიც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

საუბარია, მესამე მუხლზე, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს, და რომელიც სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

„ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა. კერძოდ, ბრალდებულები დამნაშავედ ცნო თაღლითობისა და მითვისების ეპიზოდში და საბოლოო სასჯელით, ამნისტიის გათვალისწინებით, განესაზღვრათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ლეგალიზაციის ეპიზოდს, ბრალდების მხარე ამ ნაწილშიც ფიქრობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები იქნა წარდგენილი. როდესაც განაჩენი ჩაგვბარდება, მას გადავხედავთ და ამ ნაწილშიც გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, გუმბერიძემ საზოგადოებას განუმარტა, რომ ბრალდების მხარემ რუსუდან კერვალიშივლსა და მაია რჩეულიშვილს საპროცესო გარიგება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობის შესრულების სანაცვლოდ შესთავაზა.

კერძოდ, ბრალდების მხარის მოთხოვნით, ცენტრ პოინტის 6 ათასამდე დაზრალებულის ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, ან დასრულებულიყო დაწყებული ობიეიქტების მშენებლობა.

„ ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებულ იქნა პირობა, რომ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობის გათვალისწინებით - თუ ყველა დაზარალებულს, ანუ 6 ათასივე პირს, აუნაზღაურდებოდათ ზიანი, ან დასრულდებოდა მათ მიერ დაწყებული სამშენებლო ობიექტების მშენებლობა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჩვენს მიერ შეთავაზებული პირობა არ გამოიყენეს“,-განაცხადა დავით გუმბერიძემ.

„ამხანაგობა თაბუკაშვილი 88“-ის საქმეში, ბრალდების მხარე რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულშვილს სამი მუხლით ედავებოდა: 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს; 182-ე მუხლით, მითვისება ან გაფლანგვა და 194-ე მუხლი -უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რაც თავისუფლების აღკვეთას 12 წლით ვადით გულისხმობს.

თუმცა, საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილი და კერვალიშვილი დანმაშავედ მხოლოდ 180-ე და 182-ე ნაწილში ცნო, და ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი