უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივლისი, 2017 14:20
font-size

სასამართლოს განაჩენი უდანაშაულობაზე არ ნიშნავს, რომ მოხდა პოლიციელის მიერ ნარკოტიკის ჩადება - შალვა ხუციშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებს ვერ შეაფასებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავისთავად სასამართლოს განაჩენი უდანაშაულობაზე, არ ნიშნავს, რომ მოხდა პოლიციელის მიერ ნარკოტიკის ჩადება. პირდაპირ ამისი თქმა არასწორი იქნება, მათ შორის სამართლებრივადაც. დანარჩენი მიმდინარე საქმეებია და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს ხუციშვილი.

მინისტრის მოადგილე შეეხო იმ საკითხსაც, თუ რატომ ფიგურირებს „ჩადების“ ყველა საქმეში დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელი ვინმე სიგუა.

„დეტექტივების სამმართველო ფიგურირებს ათას სხვა გახსნილ საქმეში, რა განაჩენებიც უკვე დადგა და ხალხი პასუხისგებაშია მიცემული. დეტექტივების სამმართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების განმახორციელებელი სამმართველო“, - ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

10 ივლისს, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე მოსამართლემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მანამდე, სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მიხეილ თათრიშვილი გაამართლა.

12 ივნისს, კი ჯგუფ Birja Mafia-ს წევრი გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მანამდე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან ჯგუფ „ბირჟა მაფიას “ კიდევ ერთი წევრი მიშა მგალობლიშვილი გაათავისუფლა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი