სამართალი
სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მუქარისთვის გოჩა მაისურაძეს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გოჩა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
„სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


