სამართალი
სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა
ზუგდიდის სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნატრული აკობიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს ან შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ 3000- 3000 ლარის გადახდას ითხოვდნენ.
სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.
მოსამართლე ნატრული აკობიამ პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალის აღიარება ახალი გარემოებაა, თუმცა ის საქმეს არსებითად არ ცვლის.
შემდეგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისათვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


