სამართალი
სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.
პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შს სამინისტროს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებდა, ხოლო ვიდეოჩანაწერები იყო დამონტაჟებული.
„წარმოდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება, გარდა 6 პოლიციელის ჩვენებისა და იმ დამონტაჟებული ვიდეომტკიცებულებებისა, რომელიც უწყებამ წარმოადგინა. სასამაართლო პროცესზე ასევე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას დასცინოდნენ პოლიციელები და ეპყრობოდნენ უდიერად. თუმცა, მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თავის მხრივ, როგორვ შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, სასამართლომ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარია და წარადგინა უწყებამ. მისივე თქმით, ბრალდებები, რომელიც პოლიციელთა მისამართით კეთდება, უსაფუძვლოა და ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


