სამართალი
სასამართლომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „პანორამა თბილისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი.
მოსამართლემ მოპასუხე მხარის შეუამდგომლობა გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ საია-მ მშენებლობის ნებართვის გასაჩივრების ვადები დაარღვია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2015 წელს გაცემული ნებართვები 1 თვის ვადაში უნდა გასაჩივრებულიყო.
თავის მხრივ, საია-ს იურისტის განცხადებით, მათ სარჩელი 2016 წლის სექტემბერში მას შემდეგ შეიტანეს, როდესაც ის რუკები აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში შედის. თუმცა, სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. არასამთავრობო ორგანიზაცია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.
საია ორ სამშენებლო ნებართვას აპროტესტებდა. საქმე ეხება, სოლოლაკის მაღლობსა და სოლოლაკის ბაღების სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მდებარეობს და იქ ამ ტიპის მშენებლობა კანონით არის აკრძალული.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


