უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 იანვარი, 2017 14:00
font-size

სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ არაერთგზის ძალადობის ჩადენისთვის, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის II ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ ჭიტაძემ ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სმადაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დედას ც.ჭ.-ს და არასრულწლოვან შვილს ნ. ჭ.-ს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა დამცირება და ტანჯვა გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ თამაზ ჭიტაძე სხვადასხვა დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, დედას და შვილს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ამცირებდა.

თამაზ ჭიტაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვანისა და ოჯახის ორი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭიტაძე დედისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2014 წლის 2 ივლისს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ვინაიდან იგი თავს არიდებდა სასჯელის მოხდას, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1125 ლარის ოდენობით. ასევე, თამაზ ჭიტაძე 2015 წლის 27 თებერვლის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და ჯარიმა 1125 ლარი განესაზღვრა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჭიტაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით განუსაზღვრა. ვინაიდან თამაზ ჭიტაძეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით მოუხდელი ჰქონდა, იგი მიემატა 2016 წლის 12 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თამაზ ჭიტაძეს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით და ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით განესაზღვრა.

თამაზ ჭიტაძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნა აყვანილი.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი