სამართალი
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს უარი ძალაში დატოვა
თბილსის საქალაქო სასამართლომ, „დემირელის“ სკოლის მენეჯერის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუსს ლტოლივილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ძალაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და ჩაბუქის ჩვენება მოისმინეს.
„კონკრეტულ საკითხებზე დავუსვით კითხვები მოპასუხე მხარეს, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა. მათ არც მტკიცებულებები წარმოუდგენიათ. ჩვენ კი 600-გვერდიანი მტკიცებულებები განვიხილეთ. ეს ყველაფერი ეხება იმას, რომ დაუშვებელია ამ ადამიანს არ მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი და რომ თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განუცხადა მედიას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
„დემირელის“ სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი 24 მაისს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


