სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ზ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, ქ. თბილისში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზურგის არეში ჩაქუჩი დაარტყა. ასევე დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თ.ს.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა სახის არეში. ზ.ს-ს ქმედებებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ზ.ს. 2017 წლის 5 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ორი ეპიზოდი) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


