სამართალი
სასამართლომ მეუღლის და ერთი პირის წამებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცველებმა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


