სამართალი
სასამართლომ „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამედიცინო დაწესებულება „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი დამნაშავედ სცნო.
მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
„ლანცეტის“ დირექტორი სასამართლომ წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში გაამტყუნა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯეირანლი წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში, თაღლითობის ბრალდებაში (სსკ-ის 180-ე მუხლი) ცნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას გულისხმობს, მოსამართლემ ბრალდებული აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა.
კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის პროკურატურა პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებოდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


