სამართალი
სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობა.
შესაბამისად, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილის ნაცვლად 5 მაისს შედგება.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, აღნიშნულზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა, რომელზეც უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


