უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2018 17:30
font-size

სასამართლომ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა

სასამართლომ „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ ა.ქ.-ს ბრალდება მოეხსნა. მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. აღნიშნულის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ქ.-ს მიმართ 2011 წელს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და იგი გაამართლა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ.-მ თითქოსდა გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდების და ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევის მიზნით, ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსის” კაპიტალი მისი ნათესავის შპს „ბათუმვაჭრობის“ დირექტორის თ.ნ.-ს კომპანიაში ხელოვნურად გადაიტანა. ხოლო თ.ნ.-მ, როგორც შპს „ბათუმვაჭრობა“-ს დირექტორმა, სესხის ფიქტიური ხელშეკრულებები გააფორმა, რის საფუძველზეც ა.ქ.-ზე სესხის სახით საერთო ჯამში 4 605 000 ლარი გაიცა.

მიღებული თანხიდან მიზნობრივად გაიხარჯა მხოლოდ 1.193.658 ლარი, ხოლო 3.411.342 ლარი ა.ქ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ მოაქცია მის გამგებლობაში, რითაც ს/ს „ელიტ ელექტრონიქსიდან“ მოტყუების გზით დაუფლებული თანხის ერთპიროვნულად განკარგვის შესაძლებლობა მიიღო, პირადი მოხმარებისთვის გაათავისუფლა კაპიტალი საბანკო და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებებისგან, ხოლო სააქციო საზოგადოებას და სახელმწიფოს მოუსპო კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ასევე წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა.ქ. აგრძელებდა რა ს/ს „ელიტ ელექტრონიქსის” გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანებისგან თავის არიდებასა და მატერიალური სახსრების მისი, როგორც ფიზიკური პირის გამგებლობაში მოქცევას, გამოიყენა ყალბი შინაარსის შემცველი აუდიტორული დასკვნა და ისნის რაიონში მდებარე ქონება ხელოვნურად გაზრდილი ფასით, 2008 წლის 17 ივნისს, მიჰყიდა ს/ს ,,ელიტ ელექტრონიქსს“, რის სანაცვლოდ მოტყუებით მიიღო ქონების ხელოვნურად გაზრდილი საფასური - 7.437.205 ლარი.

დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემისთვის და მისი რეალური მფლობელის შენიღბვისთვის ა.ქ.-მ მასთან დაკავშირებულ პირებს, ფიქტიურად გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძვლით, ხსენებული თანხების ნაწილი შპს „ტექნო ბუმში“ შეატანინა.

ბრალდების თანახმად, სესხის სახით გაცემული თანხის ფაქტობრივი მფლობელი იყო ა.ქ., ხოლო მასთან დაკავშირებული პირების სახელით გაფორმებული სესხის ფიქტიური ხელშეკრულებებით მათ დაფარეს უკანონოდ დაუფლებული თანხების წარმომავლობის წყარო და შენიღბეს მისი რეალური მფლობელი, რითაც ა.ქ.-მ კანონიერი სახე მისცა სააქციო საზოგადოება „ელიტ ელექტრონიქსიდან“ თაღლითური გზით მიღებულ შემოსავალს და სესხის უკან დაბრუნების გზით თანხები ფორმალურად მოაქცია მის მართლზომიერ მფლობელობაში.

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა საქმის მტკიცებულებები, რომელიც არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი, თავისი შინაარსით ირიბ ანუ არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რაც არ იყო საფუძველი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ა.ქ.-ს მიმართ უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, რომელთა ერთობლიობაც ვერ უზრუნველყოფდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის სტანდარტს, უარი თქვა ბრალდებაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი