სამართალი
სასამართლომ ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბექა დემეტრაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარებასა და დამზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბექა დემეტრაძე ქ. თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მივიდა და პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ ცხაკაია სახლთან მივიდა, ბექა დემეტრაძემ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიხეილ ცხაკაიას მიმართულებით ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ცხაკაია თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბექა დემეტრაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბექა დემეტრაძემ დანაშაული ჩაიდინა, ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის გადაჭრის გზით დაამზადა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


