სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ გ.თ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 120-ე მუხლით. -აცნობეს „მედიანიუსს“ მთავარი პროკურატურიდან.
უწყების ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, ქალაქ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.თ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ო. ს.-სთან და ა.ე.-სთან, რა დროსაც გ.თ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ო.ს.-ს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა, ხოლო ა.ე.-ს თხემის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვინაიდან გ.თ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). სასამართლომ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დაუსწრებლად სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


