უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 ნოემბერი, 2016 18:10
font-size

სასამართლომ ბრალდებულ გ. ხუციშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გელა ხუციშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გელა ხუციშვილმა თანასოფლელ თინათინ ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გელა ხუციშვილი მივიდა თინათინ ხოდაშნელიშვილთან სახლში და ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ, გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ „Hmobile X3“ მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გელა ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გელა ხუციშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი