სამართალი
სასამართლომ ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
სასამართლომ მოძრაობა “თეთრი ხმაურის” დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ბექა წიქარიშვილს სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.
ბექა წიქარიშვილი პოლიციამ 2013 წლის ზაფხულში დააკავა. საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად მას 70 გრამამდე მარიხუანა აღმოაჩნდა. იმ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დაკავებულის წინააღმდეგ დაიწყო დევნა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე.
თუმცა 2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო.
კანონის ახალი რედაქციით, 5 გრამიდან 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 1160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


