სამართალი
სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს 50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 ათასლარიანი გირაო, ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებულების ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, თავად ბრალდებულები კი ბრალს არ აღიარებენ.
მისივე თქმით, პირების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სს სავაჭრო სახლი ”ბავშთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი 27 ივლისს დააკავა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


