სამართალი
სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ბრალდებულთა ინტერესების დაცვველმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დასამტკიცებლად მტკიცებულებები არ გააჩნია. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განმარტებით, მტკიცებულებების სტანდარტი სასამართლომ გაიზიარა, რაც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული.
„ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებების უფლებები, თუნდაც იმ კუთხით, რომ განაცხადოს სასამართლოზე, რომ არ არსებობს მტკიცებულებები.
რა თქმა უნდა, ამაში ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება მას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში არის, იმ მტკიცებულებათა რაოდენობა, რომელიც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პიროვნებამ ჩაიდინა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.
აღნიშნული პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომაც და სწორედ ამიტომ, გამოიყენა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. მტკიცებულების სტანდარტი მან გაიზიარა იმ მოცულობით, რაც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში”, – განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


