სამართალი
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებს, სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლება ეზღუდებოდათ
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ნორმა, რომელიც კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და, პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების გამართლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლო გაზრდის საფრთხეზე მითითება ვერ ჩაითვლება დიფერენცირების რაციონალურობის დასაბუთებად.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კერძო სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და სფეროს უკეთ რეგულირების გზით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და, იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სადავოდ გამხდარი ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


