სამართალი
სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილს ეკა ბესელიასთვის 1000 ლარის გადახდა დააკისრა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალექსანდრე ელისაშვილს ეკა ბესელიასთვის 1000 ლარის გადახდა და ბესელიას მისამართით გაკეთებული განცახდეის უარყოფა დაეკისრა.
შესაბამისაი გადaწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამარლომ გამოიტანა.
თუმცა, როგორც ელისაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, ის არაფრის გადაახდას არ აპირებს.
„მე მექრთამისთვის არაფრის გადახდას ვაპირებ“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ის რომ ეკა ბესელიამ თავისი მორალი და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა, ხოლო სასამართლომ ეს თანხა 1000 ლარამდე ჩამოსწია, „ამ ფაქტით კარგად ერთობა“.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მისი შეშინება სურთ.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ბოლომდე ლაგამი აქვს ამოდებული სასამართლოსთვის და ამით იმის ჩვენება სურთ, რომ თუ ვინმე გაბედავს „ოცნების“ მექრთამეებზე ხმის ამოღებას, მათაც ისევე მოექცევა სასამართლო და პროკურატურა, როგორც მას", -აღნიშნა ელისაშვილმა.
ელისაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისთვის სასამართლოში უჩივლა.
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ბესელია 20 500 ლარის გადახდას ითხოვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


