სამართალი
სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 მაისის საქმეზე ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
როგორც დღევანდელ სასასამრთლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, არ არსებობს ახალი გარემოებები, რაც გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდა მხოლოდ ბრალდებული ვასილ ლელუაშვილი. ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდნენ. აღნიშნული გარემოება მოსამართლემ სხდომის გადადების მიზეზად მიიჩნია და საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს ვერ დაიწყო.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, დავით ახალაიას და გიორგი ლორთქიფანიძეს, შეგახსენებთ, რომ ისინი ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


