პოლიტიკა
სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომდევნო სესიაზე მიუბრუნდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვეტო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტს გასულ კვირას დაადო, ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობაში მსჯელობა უკვე გაიმართა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, თავისთავად, მე ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი - ეს შემიძლია ახლავე ვთქვა. რეალურად, ეს იყო უპრეცედენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ადგილი ჰქონდა ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების გარკვეულ მცდელობას, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენი უკვე დეტალებია. ჩვენ გვექნება მსჯელობა და საბოლოო ჯამში მივუბრუნდებით ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, მომდევნო სესიაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


