საზოგადოება
სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება
სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება 3 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას, „შეიქმნა რეალობა, რომელმაც მთლიანად იურიდიული პროფესია დააყენა ისტორიულ გზაგასაყარზე: ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემა თუ კიდევ უფრო გამყარდეს სისტემაში არსებული მმართველობის გაუმჭვირვალე და მანკიერი ფორმა, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებთან.
ვაცნოებიერებთ რა შექმნილი მდგომარეობის სიმწვავეს და ადვოკატთა კორპუსის მნიშვნველოვან როლს არსებული სირთულეების დაძლევის პროცესში, ვიწვევთ ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებას, რომელზეც ადვოკატთა მრავალრიცხოვანი კორპუსი იმსჯელებს მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე და მიიღებს ერთიან საგანგებო რეზოლუციას სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაშია.
რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


