უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მარტი, 2018 12:25
font-size

სასამართლო რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მოსაზრებით დაინტერესდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კოალიციის წევრებისაგან ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი.

"შეხვედრა გვქონდა იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც წლებია მონიტორინგს უწევენ სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას და ამზადებენ რეკომენდაციებს როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ეს ჯგუფი, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამბობენ, რომ აუცილებელია, კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდეს და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გატარება - ეს მოიცავს საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას კანონით, მოიცავს იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, მოიცავს დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროცედურების საფუძვლების გამართვას და ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი და ამ მიმართულებით, დრო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინიც არის სწორედ ის, რომ პარლამენტი რეალურად დროულად მიიღებს ცვლილებას.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი