პოლიტიკა
სასამართლო რეფორმა არასწორად ვითარდება - ანა ნაცვლიშვილი
არასამთვარობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პროტესტის ნიშნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები არ წარადგინეს.
საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არაადეკვატურია მშვიდად საუბარი იმაზე, თუ როგორ ინგრევა სასამართლო სისტემა. გარდა ამისა, ნაცვლიშვილისთვის მიუღებელია ხელისუფლების გზავნილი, რომ სასამართლოში არსებული ხარვეზების მიუხედავად, სისტემაში რეფორმები ტარდება.
ნაცვლიშვილის თქმით, სისტემა არასწორად ვითარდება, რაზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა აიღოს.
„რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა, საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც წლებია ახორციელებს რეფორმებს, მაგრამ მარტივ კითხვაზე, რა შეცვალა რეფორმის სამმა ტალღამ, პასუხი არის არაფერი“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ.
ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათლად გამოჩნდა, ვის უჭერს მხარს ხელისუფლება.
საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარლამენტში შეხვედრებსა და რეფორმაზი მუშაობას ითხოვენ.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


