უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2025 13:49
font-size

სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება - შალვა პაპუაშვილი

„ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს. ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ პროცესს თუ შევხედავთ, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება. ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან და ისინი თუკი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ მათ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი.

ეს საერთაშორისო წესრიგის წესების უხეში დარღვევაა. დღეს ვხედავთ, რომ აირია საერთაშორისო წესრიგი, რუსეთს რომ ედავებიან და სწორადაც ედავებიან, როცა პატივს არ სცემს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს და თავად, არ სცემენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის ზუსტად საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან პროცესზე, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. ამას ადრე სხვანაირად აკეთებდნენ, პოლიტიკური განცხადებებით. სტრასბურგში ყოველ ჯერზე დამარცხდნენ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე დამარცხდა ყველა საელჩო, რომელიც თავს ესხმოდა ქართულ მართლმსაჯულებას. ახლა აღარ უნდათ, რომ დაელოდონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და პირდაპირ მიდიან სასამართლო პროცესებზე, რომ დამაშინებელი გარემო შეუქმნან მოსამართლეებს და თავზე დაადგნენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, აჩვენებს, რამდენად არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ის ქვეყნები, რომლებიც სიტყვით ამას ქადაგებენ, საქმით, როდესაც ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, როგორც ჩანს, ზოგიერთი უყურებს, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ქვეყანა და დაბალი ღობე, აქ პატივს არ სცემენ ამ მთავარ პრინციპებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი